18 ნოემბერი 2024,   23:43
ვრცლად
ფასანაურში ადგილობრივები დასახლებულ პუნქტში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას აპროტესტებს

სოფელ ხანდოს მოსახლეობა დასახლებულ პუნქტში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას აპროტესტებს. დაბა ფასანაურში განმარტავენ, რომ ქსანი-სტეფანწმინდის ხაზის არსებული პროექტის განხორციელების შემთხვევაში სოფელს ეკოლოგიური კატასტროფა და დაავადებების ზრდა ელის.

მოსახლეობა ხელისუფლებას ელექტროგადამცემი ბოძების დადგმას ხეობის მოპირდაპირე ქედზე სთავაზობს. მათი განმარტებით, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემმა ხაზებმა სტეფანწმინდის ჰესი რუსეთს, სომხეთს და ირანს უნდა დაუკავშიროს. სამუშაოებს კომაპნია Energotrans-ი ახორცილებს.

დღის ამბები