18 ნოემბერი 2024,   23:45
ვრცლად
ბათუმში ენმ-ის ყოფილი წევრი ირაკლი ჩხირკვია ჯგუფური დანაშაულის ორგანიზებისთვის დააკავეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, აჭარის პოლიციამ უფლებადამცველი მერაბ ღოღობერიძე და ენმ-ს ყოფილი წევრი ირაკლი ჩხირკვია ბათუმში, რამდენიმე კვირის წინ მომხდარი არეულობების გამო დააკავა.

რუსთავი 2-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში 2 პირის დაკავების თაობაზე ინფორმაცია დაუდასტურეს. პოლიციამ ისინი 225-ე მუხლის პირველი ნაწილის ბრალდებით დააკავა, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობის გაწევა ან მათზე თავდასხმა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში მარტის დასაწყისში, აქციები დაპირისპირებაში გადაიზარდა, რამაც აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები გამოიწვია. შედეგად რამდენიმე მონაწილის ქმედება უკონტროლო გახდა და რამდენიმე საათის განმავლობაში ქალაქის ცენტრში ახალგაზრდები მანქანებს წვავდნენ და ბათუმის ქონებას აზიანებდნენ.

დღის ამბები