18 ნოემბერი 2024,   23:17
ვრცლად
რუსული მხარე გიგა ოთხოზორიას მკვლელის, რაშიდ კანჯი-ოღლის, დაკავების საკითხს არცკი განიხილავს

გალში სამმხრივი მოლაპარაკებები დასრულდა. შეხვედრის დროს ქართულმა მხარემ გიგა ოთხოზორიას მკვლელობისთვის ძებნილი რაშიდ კანჯი-ოღლის არა გადმოცემის, არამედ დაკავების საკითხი დააყენა, თუმცა რუსეთის წარმომადგენლებმა კანჯი-ოღლის თემა არც განიხილეს, რადგან, მათი აზრით, ეს ბრალდება უსაფუძვლოა.

მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნა ერთი თვის წინ გამოცხადდა.

 „არსებითად, მოცემულობა არ შეცვლილა. ცენტრალური მთავრობის პრინციპული პოზიცია რჩება წარმოდგენილი მაგიდაზე. აუცილებელია მოხდეს მკვლელობაში მსჯავრდებული პირის, კანჯი-ოღლის დაკავება,“ - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ.

 შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია ე.წ. აფხაზმა მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი-ოღლიმ, გასული წლის 19 მაისს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ხურჩასთან, მოკლა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები