19 მაისი 2024,   23:56
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი საზოგადოების ნებას არ ასახავს - საპარლამენტო ოპოზიცია

საპარლამენტო ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტი საზოგადოების ნებას არ ასახავს. პოლიტიკოსების აზრით, ამგვარად ქართული ოცნება მმართველობის შენარჩუნებას მაქსიმალურად ცდილობს.

„უნდა მოხდეს იმის დემონსტრირება, რომ საქართველოს მოქალაქეები კი არ არიან შეთანხმებული ამ ცვლილებებზე, ამ ცვლილებებზე შეთანხმებული არის ბიძინა ივანიშვილი თავის მარიონეტებთან,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრი, ხათუნა გოგორიშვილი.

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების აზრით, კონსტიტუციის ახალი კანონპროექტი კორუფციის კატასტროფულ მასშტაბებს ასახავს.

„ეს ყველაფერი უფრო და უფრო დამძიმდება, თუ არ იქნება დაყოფილი ძალაუფლება. დღეს ამ ძალაუფლების დაყოფას ქართული ოცნება საშიანლად ებრძვის,“ - განაცხადა ნიკა რურუამ.

მისი აზრით, მმართველი გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები „ტირანიის კლასიკური დეფინიციაა“.

ამავე თემაზე
დღის ამბები