ფინანსთა სამინისტროსთან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მშობლების აქცია მიმდინარეობს.
მშობლები ბავშვთა ადრეული განვითარებისა და რეაბილიტაციის პროგრამების ბიუჯეტის გაზრდას და სერვისების დაფინანსებას ითხოვენ.
მშობლების თქმით, მხოლოდ გარკვეულ რეგიონებში ხდება დაფინანსება და დანარჩენი ბავშვები კი დაფინანსების გარეშე რჩებიან.
აქციის მონაწილეები მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ.