18 ნოემბერი 2024,   23:16
ვრცლად
საყოველთაო ჯანდაცვის ახალი ეტაპი - ბენეფიციართა კატეგორიები და შეღავათები

საყოველთაო ჯანდაცვის ახალი ეტაპი ძალაში შედის. პროგრამა მნიშვნელოვანი ცვლილებებით გაგრძელდება. ბენეფიციარები, რომლებიც რამდენიმე კატეგორიებად დაიყოფიან, სხვადასხვა შეღავათებით ისარგებლებენ.

ბენეფიციარები 5 კატეგორიად  დაიყოფიან. სოციალურად დაუცველებს და 6-დან 18 წლამდე მოზარდებს ერთდროულად შეუძლიათ, როგორც საყოველთაო პროგრამის, ისე კერძო სადაზღვევო მომსახურების მიღება. თვეში 1000 ლარზე ნაკლები, ან არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეები საყოველთაო პროგრამის შეზღუდულ პაკეტს მიიღებენ და პარალელურად, კერძო სადაზღვევო პაკეტითაც ისარგებლებენ. რაც შეეღება მათ, ვისი ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური 40 ათასს არ აღემატება, ისინი ვალდებულები იქნებიან, მხოლოდ კერძო სადაზღვევო პაკეტი შეიძინონ.

ოპოზიციის აზრით, ეს ცლილება საშუალო ფენისთვის დარტყმა იქნება.

კიდევ ერთი ცვლილება მედიკამენტების კომპონენტია, რომელიც ქრონიკული დაავადების პაციენტები უფასოდ ისარგებლებენ. სახელმწიფომ 24 ტიპის მედიკამენტის შესაძენად 4 მილიონამდე ლარი გამოყო. 0-დან 100 ათასამდე ქულის მქონე მოქალაქეები ამ მედიკამენტებს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად მიიღებენ. მათ 3 თვის მარაგის წინასწარ შეძენაც შეეძლებათ.

ამავე თემაზე
დღის ამბები