3-თვიანი მუსიკალური მარათონი დაწყებულია და ამ პერიოდის განმავლობაში მაყურებელი ნახავს, რომელი ახალბედა მუსიკოსები დაასრულებენ პროექტს ახალი სტატუსით.
x ფაქტორის მონაწილეების დიდ გუნდს არაერთი ცნობილი შემსრულებელი შეემატება, თუმცა როგორც ამბობენ, წლევანდელი სეზონი განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იქნება.
შოუს შემქმნელები ყოველ სეზონზე გვარწმუნებენ, რომ ახალი ნაკადი წინაზე გაცილებით ძლიერია და ნამდვილი x ფაქტორი იმაში მდგომარეობს, ყოველ შემდეგ ჯერზე ეს სიმართლეა.
ვინ დაჯდება ყოველი კატეგორიისთვის კუთვნილ 4 სკამზე, მომავალ შოუებზე გაირკვევა.