„რომ არ ყოფილიყო ირაკლი, რომ არ ყოფილიყო ღოღობერიძე, იქნებოდა გიორგი,“ - განაცხადა ლეიბორისტული პარტიის წევრმა, ჯელალ ქიქავამ, ბათუმში 11-12 მარტს განვითარებული მოვლენების ორგანიზებისთვის დაკავებულ ადამიანებზე საუბრისას არჩევანის პირდაპირ ეთერში.
მისი აზრით, აჭარას „აფეთქებამდე ცოტა დააკლდა“. ის აცხადებს, რომ აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსს, კახაბერ ბუხრაძეს, რეაგირება მაშინ უნდა დაეწყო, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მან აჭარლებს „თათრები“ უწოდა.
„პირველი სიგნალები მიიღო კახაბერ ბუხრაძემ, მაგრამ არანაირი პრევენცია არ იყოს. ის არის მაღალჩინოსანი, მას არ გაუჩნდა პროტესტის გრძნობა, ის არ წავიდა სასამართლოში, არ წავიდა პროკურატურაში, არ მივიდა გენინსპექციაში და არ დაიწყეს ამის წინასწარი პრევენცია,“ - განაცხადა ჯელალ ქიქავამ.
მისი თქმით, ბათუმის აქციების ორგანიზებისთვის ბრალდებული ირაკლი ღოღობერიძე „ბინძური აქტივისტია“, რომელიც გაწირეს.
"მათ ვერ გააკორტროლეს ის, რაც მათ დაიწყეს," - განაცხადა ჯელალ ქიქავამ.