18 ნოემბერი 2024,   23:16
ვრცლად
ასლან აბაშიძის სეპარატისტული ხელისუფლების მხარდამჭერებით აკომპლექტებენ დღეს აჭარის ხელისუფლებას - მედეა ვასაძე

„სეპარატისტული ხელისუფლების მხარდამჭერებით აკომპლექტებენ დღეს აჭარის ხელისუფლებას,“ - ეს განცხადება პარტია ემსახურე საქართველოს დამფუძნებელმა, მედეა ვასაძემ, გადაცემა არჩევანის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

მისი თქმით, პარლამენტში აჭარის კვოტით დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაურის, ასლან აბაშიძის არაერთი მომხრე არის წარმოდგენილი.

„აჭარის საზოგადოება არ დაუშვებს ასლან აბაშიძის სეპარატისტული ხელისუფლების მომხრეების დღევანდელ ხელისუფლებაში მოყვანას და სკვანძო თანამდებობებზე დანიშვნას,“ - განაცხადა მედეა ვასაძემ.

ამ საკითხში მედეა ვასაძეს საქართველოს ლეიბორისტული პარტიის წევრი, ჯელალ ქიქავაც, დაეთანხმა.

დღის ამბები