18 ნოემბერი 2024,   23:43
ვრცლად
არსებობს რისკი, რომ პოლიციამ უსაფუძვლოდ შეზღუდოს მოქალაქის უფლებები-გურამ იმნაძე

ადამიანის უფლებების დარღვევა საპოლიციო კონტროლისას- არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, არსებულ პრობლემებზე დისკუსიას გამართავს.

EMC-ის იურისტები ამბობენ, რომ 2016 წელს ქვეყნის მასშტაბით შინაგან საქმეთა სამინისტრომ 4 მასშტაბური საპოლიციო კონტროლი ჩაატარა, ღონისძიებები ერთ დღე-ღამეზე მეტ ხანს გაგრძელდა და საპოლიციო კონტროლის გავლა არაერთ მოქალაქეს მოუწია.

მათვე თქმით, საპოლიციო კონტროლის გავლა უწევდათ იმ პირებსაც, რომელთაც საერთოდ არ ჰქონდათ კავშირი დანაშაულთან ან სამართალდარღვევასთან.

„არ უნდა იყოს შესაძლებელი რეიდის ზედმეტად აბსტრაქტული და ზოგადი საფუძვლებით ჩატარება და ეს ღონისძიება უნდა ტარდებოდეს კონკრეტული საგამონაკლისო წესით, როდესაც ის მიმართული იქნება რაიმე განსაკუთრებული პრობლემის თუ დანაშაულის წინააღმდეგ ღონისძიებების გასატარებლად. დღევანდელ ვითარებაში არსებობს ზედმეტად დიდი რისკი, რომ პოლიციამ უსაფუძვლოდ შეზღუდოს ქვეყანაში მყოფი ნებისმიერი მოქალაქის უფლებები,“-განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა გურამ იმნაძემ.

დღის ამბები