თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლებმა გვიან ღამით მეტროსადგურ ახმეტელის მიმდებარე ტერიტორია გაწმინდეს. მათ გარევაჭრობის კონსტრუქციებისგან გათავისუფლებული მონაკვეთი დაასუფთავეს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე მორეცხვითი სამუშაოები ღამის საათებში, მგზავრთა ნაკადისა და მოსახლეობის ინტენსიური გადაადგილების გამო, განხორციელდა.