საქართველო მეცხრამეტე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას მასპინძლობს. მასშტაბური ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება 100-ზე მეტი საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანია.
დამთვალიერებლებს შესაძლებლობა აქვთ დეტალურად გაეცნოს ჩვენი ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს და ისარგებლონ ტურისტული ფასდაკლებებით.
ტურიზმის ფესტივალი 27 აპრილს დაიწყება და 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება.