18 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
შეზღუდვები თამბაქოზე-"დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია" საკანონმდებლო ორგანოსა და მთავრობას მიმართავს

დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია საკანონმდებლო ორგანოსა და მთავრობის წარმომადგენლებს წერილით მიმართავს.

ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის გამკაცრება სწორია, თუმცა მეხუთე მუხლი რომელიც კრძალავს ვიტრინებზე, ვიტრაჟებზე, დახლზე, თაროზე ან რაიმე სხვა სახით თამბაქოს აღქმას, მცირე და საშუალო ბიზნეს პრობლემებს შეუქმნის.

ასოციაციის მომზადებულ წერილში აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას მოუწოდებს იმსჯელონ და შეაფასონ მოსალოდნელი არასასურველი შედეგები.

„მსგავსი ტიპის შეზღუდვა არ არსებობს ამერიკის და  ევროპისა  ქვეყნების უმრავლესობაში, რომლებმაც წარმატებით გაატარეს რადიკალური ღონისძიებები. ასოციაციამ უზრუნველყო დაახლოებით 2500-მდე მცირე და საშუალო მეწარმეების მიერ წარმოდგენილი მიმართვის გაცნობა, რათა აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლებამ იმსჯელონ და შეაფასონ არასასურველი შედეგები,“-განაცხადა დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია.

დღის ამბები