რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი ქართველი გაიტაცეს. შემთხვევა გორის რაიონის სოფელ აძვში მოხდა. ადგილობრივები და გატაცებულის ოჯახის წევრები ყვებიან, რომ ელდარ გუნდიშვილი მაშინ დააკავეს, როცა ის საქონელს თანასოფლელებთან ერთად მწყემსავდა. მასთან ერთად მყოფმა ახალგაზრდებმა გამოქცევა მოახერხეს, თუმცა 68 წლის ელდარ გუნდიშვილმა ე.წ. მესაზღვრეებისგან თავის დაღწევა ვერ მოახერხა.
ის რუსმა ოკუპანტებმა უკვე მეორედ დააკავეს. 68 წლის გუნდიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ხოლო მისი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს.
ოჯახის ინფორმაციით, დაკავებული პირდაპირ ცხინვალის ციხეში, დროებითი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს.
მომხდარის შესახებ შესაბამისი სტრუქტურები უკვე ინფორმირებულები არიან.