პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე 26 მსჯავრდებულის საქმიანობას მიკრო ბიზნესის სტატუსი მიენიჭა.
ეს სტატუსი პატიმრებს საშემოსავლო გადასახადისგან ათავისუფლებს. პროექტი ერთი წლის წინ დაიწყო.
მსჯავრდებულთა მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში დამზადებული ხელნაკეთი ნივთები სპეციალური ონლაინ მაღაზიის მეშვეობით იყიდება. რეალიზაციიდან მიღებული თანხა კი, მსჯავრდებულთა ანგარიშზე ირიცხება.