საქართველოს სახალხო დამცველი სტრასბურგში შეხვედრებს მართავს.
ომბუდსმენმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. უჩა ნანუაშვილის თქმით, ყურადღება გამახვილდა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე, სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე, პოლიციის მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობის გახშირებულ ფაქტებსა და პენიტენციარულ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე.
„ვისაუბრეთ იმ ცვლილებებზე, რომელიც უნდა განხორციელდეს კონსტიტუციაში, ასევე გვქონდა დეტალური საუბარი სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე, პეიტენციურ სისტემაზე, პროკურატურის სისტემაზე, სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობაზე, არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე,-აცხადებს უჩა ნანუაშვილი.
დღეს უჩა ნანუაშვილი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდება.