18 ნოემბერი 2024,   23:49
ვრცლად
ნაბიჯების უკან გადადგმა-იურისტი დავით ასათიანი იუსტიციის საბჭოს ინიციატივაზე საუბრობს

ორგანიზაცია საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის გამგეობის წევრი დავით ასათიანი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ ინიციატივას ეხმაურება, რომელიც მოსამართლის შეურაცხყოფისთვის სანქციების დაწესებას გულისხმობს. 

დავით ასათიანი ამბობს, რომ ინიციატივა არასწორია, რადგან ის გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდავს.

იურისტის განმარტებით, პროფესიული ეთიკის დარღვევისთვის უკვე არსებობს დისციპლინური პასუხისმგებლობის მექანიზმი, შესაბამისად მისი თქმით, რაიმე დამატებითი სანქციების შემოღების საჭიროება არ არსებობს.

„სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება ეს არის ისეთ მონაპოვარი ჩვენი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, ჩვენი რეალობისთვის, რომ ამ მიმართულებით უკან ნაბიჯების გადადგმა, ჩემი აზრით, არ იქნება სწორი.

"თუ ჩვენ საქმე გვაქვს პროფესიული ეთიკის წესების დარღვევასთან, ადვოკატების, პროკურორების,  ან სხვა პროფესიონალების მხრიდან, ამაზე უკვე არსებობს დისციპლინური პასუხისმგებლობის მექანიზმები. რაიმე დამატებითი სანქციების შემოღების მიზანშეწონილობას და აუცილებლობას მე ვერ ვხედავ,“-განაცხადა დავით ასათიანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები