20 მაისი 2024,   05:13
ვრცლად
"ცდილობენ საქმე ჩაფარცხონ"-ენმ-ში ირაკლი სესიაშვილს პასუხობენ

ნაციონალურ მოძრაობაში ირაკლი სესიაშვილის დღევანდელ განცხადებას პასუხობენ, რომელმაც ოპონენტები ცილისწამებაში დაადანაშაულა და პროკურატურასაც მიმართა.

საქმე ეხება 2015 წელს მომხდარ მანქანის ქურდობას, სადაც ნაციონალურ მოძრაობის ინფორმაციით, ირაკლი სესიაშვილი შვილის, დავით სესიაშვილის თითის ანაბეჭდები ფიგურირებს.

როგორც პარტიაში აცხადებენ, ფაქტის შესახებ დავით სესიაშვილის სუს-ში დასაქმების შემდეგ, მისი პირადი მონაცემების გადამოწმებისას გახდა ცნობილი.

კოტე იოსელიანი ამბობს, რომ ირაკლი სესიაშვილმა იცრუა, როდესაც თქვა, რომ მის შვილს სამართალდამცავ ორგანოებთან შემხებლობა არ ჰქონია.

„სახეზე გვაქვს კიდევ ერთ ტყუილი, ორ-დღიანი ფიქრის შემდეგ, დღეს ირაკლი სესიაშვილმა დაადასტურა და აღიარა ის, რასაც საერთოდ გამორიცხავდა. აქვე უნდა ვისაუბროთ იმაზე, რომ დანაშაულის ადგილიდან ამოღებული თითის ანაბეჭდები ნამდვილად ეკუთვნის დავით სესიაშვილს. ირაკლი სესიაშვილი უტიფრად იტყუება, რომ მისი შვილს თურმე არასოდეს შემხებლობა სამართალდამცავ სტრუქტურებთან და თურმე პოლიციის შენობაშიც არ ყოფილა ნამყოფი.

"დღეს გამოვლინდა, რომ ის ნამყოფიც არის გარკვეული სახის კომუნიკაციაც გააჩნდათ მათთან. მთელი ქართული ოცნება და ბიუროკრატია ცდილობს იმას, რომ როგორმე მოახდინონ ნეპოტისტი და მატყუარა სესიაშვილის დისტანცირება ამ საქმისაგან,“-განაცხადა კოტე იოსელიანმა.

ირაკლი სესიაშვილის მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საკუთარი შვილის დასაქმებაზე აკეთებს აქცენტს ენმ-ს კიდევ ერთი ლიდერი.

„ბოლო ორი დღის განმავლობაში შეცვლილი რიტორიკა მეტყველებს იმაზე, რომ უშიშროების სამსახურები და სამართალდამცავი სამსახურები ცდილობენ საქმე ჩაფარცხონ რომ არ მოხდეს ამ საქმის პოლიტიკური გასკანდალება. ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ კანონი კრძალავს თანამდებობის პირების ოჯახის წევრების დასაქმებას ისეთ ორგანოებში სადაც მათ უწევთ ზედამხედველობა ან საკონტროლო საქმიანობა,“-განმარტავს ლევან ბეჟაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები