18 ნოემბერი 2024,   23:50
ვრცლად
რუსული სადაზვერვო ხომალდი ჩაძირვას მსხვერპლი არ მოყოლია

შავ ზღვაში რუსული სადაზვერვო ხომალდი ჩაიძირა. გემი სახელად ლიმანი ბოსფორის სრუტიდან 40 კილომეტრის დაშორებით, სატვირთო ხომალდს შეეჯახა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მსხვერპლი არ არის. ბორტიდან ეკიპაჟის 78-ვე წევრი გაიყვანეს.

შეჯახების შედეგად სატვირთო გემი არ დაზიანდა, რუსულ ხომალდს კი დიდი ზომის ნაპრალი გაუჩნდა და ჩაიძირა. კატასტროფის გამომწვევ მიზეზად ძლიერი ნისლი და ცუდი ხილვადობა სახელდება. გემი რუსეთის შავი ზღვის ფლოტს ეკუთვნოდა.

დღის ამბები