ჩუღურეთის რაიონში კოსტა ხეთაგუროვის სკვერის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 130 ათასი ლარი გამოიყო.
მაისის ბოლომდე უნდა მოხდეს თანამედროვე განათების სისტემის დამონტაჟება, შადრევანის მოწყობა, ქვაფენილის დაგება და გამწვანების სამუშაოების გატარება. დაგეგმილია საბავშვო-გასართობი და გამაჯანსაღებელი ზონის მოწყობა.