18 ნოემბერი 2024,   23:43
ვრცლად
არაოფიციალური ნაგავსაყრელი - ქუთაისის მოსახლეობა ანტისანიტარიას უჩივის და დახმარებას ითხოვს

ქუთაისში კლდიაშვილისა და ტყიბულის ქუჩების მოსახლეობა შველას ითხოვს. ადგილობრივების განცხადებით, 10 წელზე მეტია საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ არაოფიციალური ნაგავსაყრელი ფუნქციონირებს, ადგილობრივი ხელისუფლება კი მოსახლების მიმართვებზე არ რეაგირებს.

მათი ინფორმაციით, საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენები ქალაქის სხვადსხვა უბნიდან მიაქვთ, რის გამოც წლებია ანტისანიტარიის პირობებში უწევთ ცხოვრება.

მერიაში კი აცხადებენ, რომ ნაგავსაყრელის პრობლემის შესახებ მხოლოდ დღეს კურიერის გადამღები ჯგუფისგან გაიგეს. რუსთავი 2-თან საუბარში ადგილობრივი ხელისუფლება საკითხის მოკვლევის მზადყოფნა გამოთქვამს.

ქუთაისის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ბაქარ ჭეიშვილი ამბობს, რომ მათთვის არავის არ მიუმართავს აღნიშნული ნაგავსაყრელის არსებობის შესახებ.

 

დღის ამბები