სოფლებში, რომელთა მოსალხოების ნაწილი საოკუპაციო ძალებმა რამდენმე დღის წინ სამეურნეო ნაკვეთების გარეშე დატოვა, ხელისუფელების არცერთი წარმომადგენელი არ გამოჩენილა.
საოკუპაციო ხაზის გადმოწევა ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. ისინი პარტიის აქტივისტებთან და რამდენიმე ადგილობრივთან ერთად რუსი ოკუპანტების მიერ ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან იმყოფებოდნენ. მათ ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელება გააპროტესტეს.
მცოცავი ოკუპაციის ფონზე კი ცნობილი ხდება, რომ ე.წ.-მა მესაზღვრეებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, ენვერ ბერია ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
დაკავებულის უსაფრთხოების დაცვის გამო ოჯახისწევრები მედიასთან საუბრისგან თავს იკავებენ, მეზობლების ინფორმაციით კი, რუსმა სამხედროებმა ბერიას გასათავისუფლებლად 50 000 რუბლს ითხოვენ.
ავტორი: ემა გოგოხია.