ლევან მურუსიძე შესაძლოა მოსამართლედ უვადოდ გაამწესონ. ამის შესახებ გადაწყვეტილებას იუსტიციის საბჭოს წევრები ხვალ მიიღებენ.
მოსამართლის თანამდებობაზე ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნის საკითხი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ევა გოცირიძემ 22 აპრილს გამართულ სხდომაზე გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს წევრების უმეტესობა ინიციატივას მხარს უჭერდა, მათ მოსაზრებებს საწინააღმდეგო არგუმენტები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანალიტიკური სამმართველოს უფროსმა კონსულტანტმა ნათია მახათაძემ და პრეზიდენტის კვოტით არჩეულმა წევრმა ვახტან მჭედლიშვილმა დაუპირისპირეს.
ჯერ კიდევ 2015 წელს, ლევან მურუსიძის მოსამართლის თანამდებობაზე სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშვნის საკითხი, მისი რეპუტაციის, კერძოდ კი გახმაურებული საქმეების გამო, მოსამართლეებმა ძალიან რთულად გადაჭრეს.
იურისტების აზრით, საბჭო შექმნილი სამართლებრივი ვითარებით სარგებლობს და არ ელოდება პარლამენტის მიერ პირველ ივლისს მისაღებ იმ საკანონმდებლო რეგულაციებს, რომელმაც სამი წლის ვადით მოსამართლეების გამწესების საკითხი უნდა მოაგვაროს.
ავტორი: გიორგი გვიშიანი.