თავისუფალ უნივერსიტეტში პირველი ქართული კულინარიული სახელმძღვანელოს, ბაგრატ ბატონიშვილის სამზარეულოს წიგნის ადაპტირებული ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა.
მსურველებს შეუძლიათ დააგემოვნონ უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ დაწურული ღვინო და წიგნის რეცეპტებით დამზადებული საკვები.
„შინაარსით ეს არის ევროპული სამზარეულო, საქართველოსთვის ადაპტირებული. ამ წიგნიდან ჩვენ ადაპტირება გავაკეთეთ 80 რეცეპთით,“-განაცხადა ვახო ბაბუნაშვილმა.