18 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს ექსპერტები თბილისში ოფიციალურ შეხვედრებს მართავენ

მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს ექსპერტები თბილისში ოფიციალურ შეხვედრებს მართავენ. ისინი ეცნობიან მედიის თავისუფლების კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობას.

პირველი შეხვედრა სამოქალაქო სექტორის წევრებთან ქონდათ. ერთ-ერთი მთავარი თემა მედია ომბუდსმენის შექმნის საჭიროება და რუსთავი 2 იყო.

ევროპელი ექსპერტები დემოკრატიულ ქვეყნებში მედია პლურალიზმის მნიშვნელობაზე აკეთებენ აქცენტს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი შეხვედრაზე ისაუბრებს იმ პრობლემატურ საკითხებზე, რომელიც მიმდინარეობს სასამართლოში თუ მის ფარგლებს გარეთ და აჩენს.

„არავინ არ არის წინააღმდეგი, რომ დამატებითი ინსტიტუცია შეიქმნას, თუ ის საჯარო სიკეთეს მოემსახურება, მაგრამ ამ ეტაპზე, მყარი დასაბუთება იმისა, რატომ უნდა შევქმნათ ახალი ინსტიტუცია და როგორ მოაგვარებს ეს ახალი ინსტიტუცია იმ პრობლემებს, რომლებიც ამ სფეროში დაგროვდა, არ არის წარმოდგენილი,“ - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

დღის ამბები