18 ნოემბერი 2024,   21:53
ვრცლად
გადამწვარი ტყე ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე - "ახალი საქართველო" ბიზნესინტერესებზე საუბრობს

გადამწვარი ტყე ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე - პოლიტიკური პლატფორმა ახალი საქართველოს წევრების ინფორმაციით, ხანძარი ამ ტერიტორიაზე ხელოვნურად არის გაჩენილი. გიორგი ვაშაძე გარკვეულ ბიზნესინტერესებზე საუბრობს.

ახალის საქართველოს წარმომადგენლები ადგილზე ცოტა ხნის წინ იმყოფებოდნენი და ვითარებას გაეცნენ.  სწორედ ამათ გაავრცელეს ვიდეო მასალა, სადაც ასახულია გადამწვარი ტყე ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე.  გიორგი ვაშაძე თბილისის მერიას რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„დაწვა ამ ხეების ძირები, იმისთვის, რომ გახმეს და მერე აქ ააშენონ რაც უნდათ. რაც ყველაზე საგანგაშოა, აქ და სხვაგან შეიძლება ხანძარიც იყოს, მაგრამ ერთ ხეს მაინც ვხედავთ აქ სადმე დარგულს? ბატონო ნარმანია ეს არის თქვენი საქმე. თქვენ თქვით, რომ მილიონი ხე იქნებოდა დამატებით ქალაქში. მილიონი ხე თქვენ გაჩეხეთ,“ - ამბობს გიორგი ვაშაძე.

ადგილზე იმყოფებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც. ისინი მსგავსი ფაქტის დაუშვებლობაზე საუბრობენ და თბილისის მერიას რეაგირებისკენ მოუწოდებენ. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ნაწილობრივ პასუხისმგებლობას იმ კერძო კომპანიას აკისრებენ, რომელიც ამ ტერიტორიას ფლობს.

რაც შეეხება კომპანია ლისი დეველოპმენტის პოზიციას, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ხანძარი ადგილზე დაუდევრობის გამო გაჩნდა.

კომპანიის  წარმომადგენელი ნოდარ ადეიშვილი ამბობს, რომ ისინი ყოველწლიურად ათასობით ხეს რგავენ. 

 

 

 

დღის ამბები