18 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
ნინო ანანიაშვილს იაპონიის იმპერატორის ჯილდო მიენიჭა - ჯილდო პრიმაბალერინას საქართველოში იაპონიის ელჩმა გადასცა

ნინო ანანიაშვილს იაპონიის იმპერატორის ჯილდო მიენიჭა. პრიმა ბალერინა 105 ღირსეულს შორის იაპონური საბალეტო საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მოხვდა. ლაურეატობა ანანიაშვილს საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პირადად მიულოცა.

კულტურის მოღვაწეთათვის 1875 წელს იაპონიაში დაწესებული ჯილდოებიდან პრიმა ბალერინას ყველაზე მაღალი რანგის მიენიჭა, რომლის ლაურეატიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ 105 -ი ადამიანია. დღემდე ამ სიაში ერთადერთი ბალერინა, მაია პლისეცკაია იყო. ჯილდო სახელწოდებით ამომავალი მზის ორდენი კი ნინო ანანიაშვილს იაპონური საბალეტო საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა.

ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით საბალეტო დასის გასტროლები ფინეთში 4-10 მაისს შედგება.

დღის ამბები