18 ნოემბერი 2024,   21:56
ვრცლად
გასხმობად განწირული ხეები - ოპოზიცია ლისის ტბის მიმდებარედ დამწვარი ხეების ფაქტის გამოძიებას ითხოვს

ასზე მეტი ხე ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთნაირად არის დამწვარი. ყველა მათგანს ცეცხლი ძირში აქვს მოკიდებული, რის გამოც მათი დიდი ნაწილი უკვე გამხმარია. პარტია ახალი საქართველოს წევრები მომხდარს მიზანმიმართულ ვანდალიზმად აფასებენ. გიორგი ვაშაძის განცხადებით შესაძლოა ტერიტორიას კერძო ინტერესებისთვის ამზადებენ.

ლისის ტბასთან ვითარებას დღეს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებიც გაეცნენ. ისინი მომხდარის სასწრაფოდ გამოძიებას ითხოვენ და მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

ლისის ტბის დამწვარ ტყეში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც მივიდნენ. მათი შეფასებით პასუხისმგებლობა თბილისის მერიას და იმ კომპანიას ეკისრება, ვისაც ტერიტორია ეკუთვნის. პარტიზანი მებაღეები მომხდარში კომპანია ლისის დეველოპმენტის ინტერესებს არ გამორიცხავენ. თავად ტერიტორიის მფლობელი კომპანიაში ამტკიცებენ, რომ ხანძარი გასულ წელს დაუდევრობამ გამიწვია, რის დამადასტურებლად ექსპერტიზის დოკუმენტებიც აქვთ. ტერიტორიაზე კი, სადაც ხეებია დამწვარი, სამშენებლო პროექტის მიხედვით მშენებლობა არ არის დაგეგმილი. კომპანიაში ხანძრის ხელოვნურად გაჩენას გამორიცხავენ.

დავით ნარმანიამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას უსაფუძვლო უწოდა.

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები