18 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
დაშვებამდე 40 წუთით ადრე თვითმფრინავი ტურბულენტურ ზონაში მოხვდა - დაშავდა 27 ადამიანი

კომპანია Aeroflot-ის თვითმფრინავის ტურბულენტურ ზონაში მოხვედრის შედეგად 27 ადამიანი დაშავდა. ბოინგ 777 რეისს მოსკოვი-ბანგკოკის მიმართულებით ასრულებდა, ინციდენტი კი აეროპორტში დაშვებამდე 40 წუთით ადრე მოხდა.

დაშავებულთა უმეტესობა რუსეთის, რამდენიმე კი ტაილანდის მოქალაქეა. ისინი მრავლობითი მოტეხილობებითა და დაჟეჟილობებით ბანგკოკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენიმე დაშავებულს ოპერაციაც დასჭირდა. ბორტზე სულ 313 მგზავრი იმყოფებოდა.

ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე.

დღის ამბები