პარალიზებული იყო დღეს გამთენიისას, გარკვეული პერიოდი ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი. მიზეზი კვლავ ბიძინა ივანიშვილის მიერ აჭარიდან გურიაში ხეების ტრანსპორტირებაა.
მოგზაურობისთვის ამჯერად ასწლოვან ნაძვს ამზადებენ. ხე მახინჯაურში, ყოფილი სასტუმრო მზიურის სანაპიროზეა და მის ბარჟაზე გადატანას ელოდება. ამ ფაქტის გამო რამდენიმე საათით გაჩერებული იყო სარკინიგზო ხაზიც.