18 ნოემბერი 2024,   22:45
ვრცლად
ეუთოს ექსპერტები მედიის წარმომადგენლებს ხვდებიან - საუბარი "რუსთავი 2"-საც შეეხება

თბილისში მყოფ ეუთოს ექსპერტებთან შეხვედრა იწყება ამ წუთებში სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში. ლიტვის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე და მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლის მრჩეველი ქართული მედიის წარმომადგენლებს ხვდებიან.

საუბარი საქართვლოში არსებულ მედია გარემოსა და მედია ომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღებაზე იქნება. აქცენტი გაკეთდება რუსთავი 2-თან დაკავშირებულ ვითარებაზე.

ეუთოს ექსპერტები უკვე მესამე დღეა საქართველოში იმყოფებიან. შეხვდნენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წევრებს, ასევე სამოქალაქო სექტორს.

დღის ამბები