18 ნოემბერი 2024,   22:17
ვრცლად
ახალი ნარკოპოლიტიკა - "თეთრი ხმაური" და 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია იკრიბება

ახალი ნარკოპოლიტიკისთვის საყოველთაო შეხვედრას მართავენ სამოქალაქო სექტორის წევრები. თეთრი ხმაური და 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია დღეს მთელი დღის განმავლობაში იმსჯელებენ კანონთან დაკავშირებით. 

არასამთავრობო ორგანიზაცია თეთრი ხმაური, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, საზოგადოებას ახალი ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტს გააცნობს. შეხვედრები მთელი დღის განმავლობაშ იგეგმება. შეხვედრას პარლამენტის წევრებიც დაესწრებიან.

“საყოველთაო შეკრება მიეძღვნება აბსოლუტურად საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც სულ მალე წარედგინება პარლამენტს. ჩვენ დღემდე გვქონდა მხოლოდ საპოლიციო დევნაზე დამყარებული ნარკოპოლიტიკა. ვატარებდით მხოლოდ დევნის პოლიტიკას. ამ კანონპროექტის შემდეგ, ეს იქნება რეფორმა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს სამედიცინო, ჯანდაცვის სერვისების განვითარებას,“ - განაცხადა თეთრი ხმაურის აქტივისტმა ბექა წიქარიშვილმა.

მოძრაობის აქტივისტი დავით სუბელიანი აცხადებს, რომ საყოველთაო შეხვედრა, რომელიც დღეს იმართება, ემსახურება ცვლილებების გაცნობას საზოგადოებისათვის.

დღის ამბები