3 მაისიდან ნასამართლეობის შესახებ ცნობის აღება იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში იქნება შესაძლებელი. ამ თემასთან დაკავშირებით, იუსტიციის სახლსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ნასამართლეობის ცნობის ასაღებად მომხმარებელმა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინოს.
ხელშეკრულების ფარგლებში, 2017 წლის განმავლობაში, იუსტიციის სახლის ფილიალებში, შსს-ს მომსახურების სააგენტოს კიდევ 14 სერვისი დაინერგება.