18 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
ორმაისობის აღნიშვნას ქუთაისში საპარლამენტო ოპოზიციის წევრები შეუერთდნენ

ორმაისობის აღნიშვნას ქუთაისში საპარლამენტო ოპოზიციის წევრები, მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებიც შეუერთდნენ. დღეს დილიდან ქალაქში სხვადასხვა ღონისძიება იმართება -  ყვავილების ფესტივალი, ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა-გაყიდვა და სპორტული შეჯიბრებები. ორმაისობა საღამოს გალა კონცერტით დასრულდება.

„მინდა ვუთხრა ჩვენს ქუთათურებს, რომ ჩვენ ევროპული საქართველო, ლხინშიც, ზეიმშიც, სუფრასთანაც, პრობლემების მოგვარებაშიც და უკეთესი მომავლის შენებაშიც, ვართ ქუთაისის გვერდით,“ - განაცხადა მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრმა, დავით ბაქრაძემ.

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნიკა მელია ფიქრობს, რომ ქუთაისი გაცილებით მეტს იმსახურებს.

„მე მინდა ვისურვო, რომ სილაღე, რომელიც დღეს შეიმჩნევა, მიუხედავად უამრავი პრობლემისა ქვეყანაში მათ შორის ქუთაისში, დღევანდელი დღე არის გამონაკლისი და მინდა ასეთი განწყობა იყოს,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები