18 ნოემბერი 2024,   21:49
ვრცლად
ამ ეტაპზე დადგენილი არაფერი არ არის - გიორგი გოგაძე სოსო გოგაშვილის მიერ ჩადენილ შესაძლო ელიტურ კორუფციაზე

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე, გიორგი გოგაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, იოსებ გოგაშვილის, მიერ ჩადენილ შესაძლო ელიტურ კორუფციაზე კომენტარს აკეთებს.

მისი თქმით, საქართველოს პროკურატურა ვალდებულია,  ნებისმიერი საჯარო მოხელის მიერ ჩადენილი შესაძლო უკანონო ქმედების შემთხვევაში, შესაბამისი მოქმედებები ჩაატაროს.

„არ განვაზოგადებ ამ შემთხვევას. ზოგადად ყველა საჯარო მოხელეზე, სადაც გამოიკვეთება, რომ გარკვეული ქონების გადამალვას ან უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას აქვს ადგილი, საქართველოს პროკურატურა ვალდებულია, შესაბამისი მოქმედებები ჩაატაროს. კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით თუ ეს დადგინდება, რა თქმა უნდა, პროკურატურა ვალდებული იქნება, კანონის  შესაბამისად იმოქმედოს. ამ ეტაპზე დადგენილი არაფერი არ არის,“ - განაცხადა გიორგი გოგაძემ.

დღის ამბები