მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა.
როგორც რუსთავი2-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე ქვეითი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შსს-მ შემთხვევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.