საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა.
1 ამერიკული დოლარი, ოფიციალური კურსის მიხედვით, 2.4416 ლარს უტოლდება, როდესაც წინა მონაცემის მიხედვით 1 დოლარის ფასი 2.4411 იყო.
საქართველოს ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.0044 ლარით გაუფასურდა. ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, 1 ევრო 2.6650 ლარი ღირს.
უცხოური ვალუტის კურსი უკვე კომერციულ ბანკებშიც შეიცვალა, 1 აშშ დოლარი TBC ბანკსა და საქართველოს ბანკში 2.475 ლარი ღირს, ProCredit ბანკში კი დოლარის ყიდვა 2.465 ლარად არის შესაძლებელი.