ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა მთავარ პროკურატურასთან აქცია გამართეს. ისინი 4 თვის წინ დაწყებული გამოძიების დროულ დასრულებას ითხოვენ.
აქციის მონაწილეები დარწმუნებულები არიან, რომ შენობაში ხანძარი განზრახ გააჩინეს, ამიტომ ისინი ბავშვთა სამყაროს დირექტორის, კონტრაქტორი კომპანიებისა, დაცვის სამსახურისა და საგანგებო სიტუიაციების მართვის სამსახურის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვენ.
დაზარალებულებმა პროკურატურის შენობიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს და ზარალის სრულად ანაზღაურებას მოითხოვენ.