ახალი საქართველოს ლიდერებმა დღეს ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სახურავზე, ეკოლოგიური პროექტის პრეზენტაცია გამართეს. ოპოზიცური პარტიის წარმომადგენლებმა სახურავების გამწვანების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველო ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით, მსოფლიო ქვეყნების რეიტინგში, პირველ ადგილზე.
დღესვე გიორგი ვაშაძემ დავით ნარმანიას მიმართა, რათა ქალაქის მერიამ გამწვანებისთვის საჭირო ხის ნერგები გამოყოს.