საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ხმათა უმრავლესობით კომისიის თავმჯდომარედ კახა ბექაური აირჩია. ის კომისიას, სამი წლის ვადით, 2020 წლამდე უხელმძღვანელებს.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრს საქართველოს პარლამენტი ირჩევს, ხოლო კომისიის თავმჯდომარეს თავად კომისია. კომისიონერის თავმჯდომარედ არჩევა მხოლოდ ერთი ვადით შეიძლება.
ბოლო სამი წლის განმავლობაში კომისიის თავმჯდომარის პოზიცია ვახტანგ აბაშიძეს ეკავა. ის მუშაობას მარეგულირებელ ორგანოში კომისიის წევრის რანგში გააგრძელებს. კომისია სულ ხუთი წევრისგან შედგება.