ამ წუთებში ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ ზღვის გავლით ასწლოვანი კედარი მიცურავს. ასწლოვანი ხის ტრანსპორტირების გამო ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე მოძრაობა შეფერხებული იყო. სარკინიზო ხაზზე ნახევარი საათის განმავლობაში გადაადგილება აკრძალული იყო.
უზრუნველყოფს თუ არა სამუშაოების მწარმოებელი კომპანია ან ბიძინა ივანიშვილი სანაპირო ზოლის მოწესრიგებას, რომლიც ხეების გადატანის პროცესის გამო დაზიანდა, უცნობია.
ოპოზიცია მოახლოებულ ტურისტულ სეზონზე საუბრობს და აცხადებს, რომ აჭარაში ჩასულ ტურისტებს მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა დახვდებათ.
ტურისტულ სეზონს დაზიანებული და გადათხრილი სანაპირო ზოლით შეხვდება შეკვეთილიც. ოპოზიცია მუნიციპალიტეტში შექმნილ ვითარებას აპროტესტებს და ადგილობრივ ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს.
ფონდ ქართუში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებათან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხოდ ტოვებენ. თუმცა, აცხადებენ რომ, ივანიშვილის ეზოში 20 ასწლოვანი ხის გადატანის პროცესი დაწყებულია.
ამასთან, ფონდ ქართუში იმასაც აცხადებენ, რომ ხეების გადატანა რკინიგზაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც მოძრაობა არ არის.
ავტორი: ლადო მენაბდე