18 ნოემბერი 2024,   21:47
ვრცლად
ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაცია - "თეთრი ხმაურის" ინიციატივით პოლიტიკოსებმა ნარკოპოლიტიკის ახალი კანონპროექტი განიხილეს

ელექტრონული მუსიკის კლუბ ბასიანში მოძრაობა თეთრი ხმაურის ინიციატივით, პოლიტიკოსებმა და არასამთავრობო აქტივისტებმა ნარკოპოლიტიკის შესახებ ისაუბრეს და ახალი კანონპროექტის დეტალებს გაეცნენ.

EMC-ის იურისტი, გურამ იმნაძე, სახელმწიფოს დეკრიმინალიზაციისკენ მოუწოდებს და მათი მხრიდან სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამების გააქტიურებას ელის.

ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრი, ელენე ხოშტარია, არსებული ნარკოპოლიტიკას აკრიტიკებს და განმარტავს, რომ ეს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ზღუდავს.

ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძე, იმედოვნებს, რომ პარლამენტი წარდგენილ კანონპროექტს განიხილავს და მხარს დაუჭერს.

რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი, თამარ კორძაია, „სასტიკი ნარკოპოლიტიკის" შედეგად დაკავებული ადამიანების შეწყალების მომხრეა.

მმართელ გუნდში კრიტიკას პასუხობენ და აცხადებენ, რომ კანონპროექტის ინიცირება საგაზაფხულო სესიის პირობებში იგეგმება. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის, თქმით, პროექტის მიღება პოლიტიკოსების აქტიურობაზეა დამოკიდებული. 

დღის ამბები