საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები თბილისშიც იგრძნობოდა. მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 4.8 მაგნიტუდა იყო, 12:53 საათზე დაფიქსირდა.
როგორც რუსთავი 2-თან საუბრისას სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს, ეპიცენტრი დაღესტანში, საქართველოს საზღვრიდან 22 კილომეტრში იყო.