ნუცუბიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან, ახალგაზრდა გოგოს ცხედარი იპოვეს. როგორც რუსთავი 2-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ მაღალი სიმაღლიდან ვარდნა გახდა.
უწყების ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.