18 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
საჯარო უწყებებში რეორგანიზაციის პროცესი მთელი რიგი ხარვეზებით მიმდინარეობდა-ანა ნაცვლიშვილი

საჯარო უწყებებში რეორგანიზაციის პროცესი  მთელი რიგი ხარვეზებით მიმდინარეობდა. ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

საია-ს თავმჯდომარის ინფორმაციით, საჯარო ინფორმაცია მხოლოდ თორმეტმა  სამინისტრომ გასცა, საიდანაც რეორგანიზაცია 5 სახელმწიფო უწყებაში განხორციელდა.

არასამთავრობო ორგანიზაციაში  მიაჩნიათ, რომ რეორგანიზაციის პროცესი ხარვეზებით წარიმართა.  

ანა ნაცვლიშვილის თქმით, პროცესის სათანადო მონიტორინგი არც პარლამენტს განუხორციელებია.

„ჩვენს მიერ ჩატარებულმა მონიტორინგმა გამოავლინა, რომ საჯარო უწყებებში რეორგანიზაციის პროცესი მიმდინარეობდა მთელი რიგი ხარვეზებით. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი განხილული არ ყოფილა მთავრობის სხდომაზე და ასევე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ეფექტური საპარლამენტო კონტროლი, თუ არ ჩავთვლით მხოლოდ ერთ კომიტეტში ჩატარებულ მოსმენას, ამ პროცესში არ ყოფილა განხორციელებული,“-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დღის ამბები