18 ნოემბერი 2024,   22:36
ვრცლად
პირველად საქართველოში ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ინტეგრაციის ცენტრი გაიხსნა

პირველად საქართველოში ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ინტეგრაციის ცენტრი გაიხსნა. 100 ბენეფიციარზე გათვლილ ცენტრში საერთაშორისო დაცვის მქონე პირები ქართულ ენას შეისწავლიან და ქვეყნის ისტორიას, კულტურულ თავისებურებებსა და მოქმედ კანონმდებლობას გაეცნობიან. მათ ასევე შესაძლებლობა ექნებათ სახელმწიფო პროგრამების შესახებ კონსულტაციები მიიღონ.

ცენტრის საჭირო ინვენტარით არჭურვა გაეროს უმაღლესი კომისრის ოფისმა 100 ათასი ლარით დააფინანსა, პროგრამების განხორციელების მიზნით კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 50 ათასი ლარი გამოიყო.

დღის ამბები