18 ნოემბერი 2024,   22:28
ვრცლად
საქართველოში ვეტერინარიის მსოფლიო დღეს აღნიშნავენ

ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებულმა ასოციაციამ ვეტერინარიის მსოფლიო დღე აღნიშნა. ღონისძიების მიზანი ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებაა. წლევანდელ ღონისძიებაზე განხილვის მთავარი თემა ვეტერინარიაში ანტიბიოტიკების არასწორი გამოყენება და ცხოველთა ანტიმიკრობული რეზისტენტობა იყო.

„მსოფლიოს ვეტერინარული ასოციაცია ყოველწლიურად ვეტერინარებს ახალ გზავნილს გვთავაზობს. წელს ყურადღებას იპყრობს ანტიმიკრობულ რეზისტენტობაზე, რომელიც ანტიბიოტიკების არასწორი გამოყენების პრობლემას გულისხმობს,“ - განაცხადა ვეტერინარ ექიმთა გაერთიანებული ასოციაციის პრეზიდენტმა, ლალი ვაშაკიძემ.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო განყოფილების აკადემიკოს-მდივნის, ჯემალ გუგუშვილის განცხადებით, მეცხოველეობა და ვეტერინარია მსოფლიოში ერთ-ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის დარგია.

დღის ამბები