მეცნიერები გარდაცვალების შემდეგ გარემოზე ზრუნვის ორიგინალურ გზას გვთავაზობენ, ამის შესახებ CNN წერს. ტრადიციულად, ადამიანების დასამარხად სასახლეს იყენებენ, რომლებიც ძირითადად ხის, მისი შემცვლელისა და მეტალისგან მზადდება. ეს მასალა შედეგად გარემოს აბინძურებს. Tennessee-ის უნივერსიტეტის მკვლევარებმა კი, ამ დაბინძურების თავიდან აცილების გზა იპოვეს.
მეცნიერებმა შექმნეს კვერცხის ფორმის კაფსულა, რომელსაც Capsula Mundi (მსოფლიოს კაფსულა) დაარქვეს. მასში ადამიანის დაკრძალვა იქნება შესაძლებელი და რაც მთავარია, კაფსულის ბიოდეგრადირებულობის წყალობით, ის ხის საძირკველი გახდება.
გამოდის, რომ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, ახლობლებს საშუალება ექნებათ საფუძველი ახალი ხის სიცოცხლეს ჩაუყარონ. Capsula Mundi სასაფლაოებს ხშირ ტყეებად გადააქცევს.
მიუხედავად იმისა, რომ მკვლევართა ახალი ქმნილება გარემოზე ზრუნვას შეუწყობს ხელს და ამ იდეით უკვე ბევრი ადამიანი დაინტერესდა, დაკრძალვის ეს წესი შესაძლოა ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობასთან და ტრადიციებთან შეუსაბამო იყოს.
This organic burial pod turns your body into a tree https://t.co/xUhxstXg8s pic.twitter.com/l4sk92il9Q
— CNN (@CNN) May 3, 2017