ბუნებრივი აირი შესაძლოა გაძვირდეს, ენერგოკომპანიები ლარის კურსის ცვალებადობის გამო, კომისიისგან ტარიფის მომატებას ითხოვენ. საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი, გოჩა შონია არც უარყოფს და არც ადასტურებს, რომ ბუნებრივი აირის საფასური გაიზრდება, თუმცა ამბობს, რომ კომისიაში რამდენიმე განაცხადს განიხილავენ და გადაწყვეტილებას ზაფხულის დასაწყისისთვის მიიღებენ.
„შემოსულია 4 სატარიფო განაცხადი, ერთი ტრანსპორტირების კომპანიის და ბუნებრივი გაზის სამი გამანაწილებელი კომპანიის. შესაბამისად, თითოეულს წარმოდგენილი აქვს ძალიან მოცულობითი ინფორმაცია. ამიტომ, წინასწარ თქმა იმისა, თუ როგორი იქნება ტარიფი, ამჟამად რთულია, რადგან დეპარტამენტი ჯერ კიდევ მუშაობს,“ - განაცხადა სემეკის წევრმა, გოჩა შონიამ.