26 აპრილი 2024,   14:08
ვრცლად
საფრანგეთის კულტურის სფეროს წარმომადგენლები მარინ ლე პენის წინააღმდეგ გაერთიანდნენ

არჩევნების მეორე ტურის მოახლოების ფონზე საფრანგეთის კულტურის სფეროს წარმომადგენლები მარინ ლე პენის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. ცნობილმა მსახიობებმა, მუსიკოსებმა და ხელოვანებმა ნაციონალური ფრონტის კანდიდატის პოლიტიკა აქცია-კონცერტით გააპროტესტეს და მოსახლეობას ემანუელ მაკრონის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

სცენაზე გამომსვლელები აცხადებდნენ, რომ საფრანგეთი არ უნდა გახდეს ულტრამემარჯვენე შეხედულებების სახელმწიფო, მიუხედავად იმისა, მოსწონთ თუ არა მაკრონის პოლიტიკა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საფრანგეთში 7 მაისსაა დაგეგმილი.

დღის ამბები